Sunday, June 4, 2017

მეცხრე დღე

   ჩემი პორექტის პორტფოლიო - "ხორბლიდან პურამდე"
ეს ტრენინგ- მოდული დამეხმარა გამეკეთებინა პროექტის პრეზენტაცია, გავცნობოდი  პროექტით სწავლებას ,მის დადებით მხარეს.გავეცანი რომ მოსწავლე თავად არის ჩართული სასწავლოო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას  მოსწავლეებს უვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები.კურრსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებას,შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს რომლის საშუალებითაც მოსწავლეები მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს.ტრენინგისმსვლელობისას შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწაავლეებს დაეხმარება დავალების შესრულებაში. ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროეტი ისე , რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში გავზარდო მოსწავლეთა ჩართულობა.
     ვისწავლე როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განსაზღვრო მისი მომზადების საჭირო დრო.
    ეს  მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი,
    ამ საინტერესო დღეებისთვის მინდა მადლიერება გამოვხატო  და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს.

Saturday, June 3, 2017

მერვე დღე

     ამ მოდულმა დამაფიქრა რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტურად დასმული საკვანძო კითხვები მთელი პროექტის მანძილზე .მივიღეთ უკუ კავშირი კოლეგებისგან,  მოვახდინეთ ცვლილებები საკვანძოკითხვებთან მიმართებაში.
     გავეცანი   ფასილიტაციის  ნიმუშებს, რომელიც დამეხმარა საკუთარ პროექტზე მორგებულ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნაში.
 

Friday, May 26, 2017

მეშვიდე დღე

ეს მოდული დამეხმარება გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული მსწავლელის როლი რამდენიმე თვალსაზრისით.შევქმენით ელექტრონულ   ფორმატში სქემა,რომელშიც მოცემულია კონკრეტულად გაწერილი ინსტრუქცია, არის მინიშნებები, რომლის წაკითხვის შემდეგ შეძლებს დამოუკიდებლად

Thursday, May 25, 2017

მე - 6 დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის და შეფასებისთვის. კერძოდ შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რაც საშუალებას მომცემს შევძლო მოსწავლის ნაშრომის შეფასება. ჩეკლისტი კი დახმარებას გაუწევს მოსწავლეს, რომ შეძლოს თვითშეფასება. გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტის მოკლე მონახაზი.


Saturday, May 20, 2017

მე- 5 დღე


ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ პირველ რიგში ბლოგზე განვავთავსე პროექტის პრეზენტაცია.
 
კოლეგის პროექტის  პრეზენტაცია შევაფასე შეფასების რუბრიკის გამოყენებით. შევძელი მისთვის მიმეცა განმავითარებელი კომენტარი.
ვისწავლე bookmark- ის გამოყენება, რაც დამეხმარა დავიმახსოვრო საჭირო საიტები და სწრაფად შევძლო მათი გამოყენება.
გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს.
განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, ვისაუბრეთ  მოსწავლეებისთვის მათი გაცნობის აუცილებლობაზე.
მოვირგე მოსწავლის როლი და მისი შესაძლებლობლების გათვალისწინებით შევქმენი სავარაუდო ნაშრომი.

Sunday, May 14, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,  თუ როგორ უნდა გამოვიყენო განმავითარებელი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:
გავეცანი განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგიას. ასევე ამ სტრატეგიებში ჩადებულ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ეს სტრატეგიები დახმარებას გამიწევს  შევძლო შევაფასო :
მოსწავლეთა წინარე ცოდნა, თვითრეგულირების და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი,ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაგოკნიტური აზროვნების ხელშეწყობა.


     ჩემი პროექტის პრეზენტაცია

მესამე დღე

     ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს. ჩამოვაყალიბე პროექტის სასწავლო მიზნები, სწავლის შედეგები. ვიმუშავე პროექტისთვის საჭირო მიმართულების მიმცემ კითხვებზე, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივ კითხვებზე. დავგეგმე ისეთი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეს ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს, გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.