Friday, May 26, 2017
მეშვიდე დღე
ეს მოდული დამეხმარება გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული მსწავლელის როლი რამდენიმე თვალსაზრისით.შევქმენით ელექტრონულ ფორმატში სქემა,რომელშიც მოცემულია კონკრეტულად გაწერილი ინსტრუქცია, არის მინიშნებები, რომლის წაკითხვის შემდეგ შეძლებს დამოუკიდებლად
Thursday, May 25, 2017
მე - 6 დღე
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის და შეფასებისთვის.
კერძოდ შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რაც საშუალებას მომცემს შევძლო მოსწავლის ნაშრომის შეფასება. ჩეკლისტი კი დახმარებას გაუწევს მოსწავლეს, რომ შეძლოს თვითშეფასება. გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტის მოკლე მონახაზი.
Saturday, May 20, 2017
მე- 5 დღე
კოლეგის პროექტის პრეზენტაცია შევაფასე შეფასების რუბრიკის გამოყენებით. შევძელი მისთვის მიმეცა განმავითარებელი კომენტარი.
ვისწავლე bookmark- ის გამოყენება, რაც დამეხმარა დავიმახსოვრო საჭირო საიტები და სწრაფად შევძლო მათი გამოყენება.
გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს.
განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, ვისაუბრეთ მოსწავლეებისთვის მათი გაცნობის აუცილებლობაზე.
მოვირგე მოსწავლის როლი და მისი შესაძლებლობლების გათვალისწინებით შევქმენი სავარაუდო ნაშრომი.
Sunday, May 14, 2017
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა, თუ როგორ უნდა გამოვიყენო განმავითარებელი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:
გავეცანი განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგიას. ასევე ამ სტრატეგიებში ჩადებულ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ეს სტრატეგიები დახმარებას გამიწევს შევძლო შევაფასო :
მოსწავლეთა წინარე ცოდნა, თვითრეგულირების და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი,ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაგოკნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
ჩემი პროექტის პრეზენტაცია
გავეცანი განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგიას. ასევე ამ სტრატეგიებში ჩადებულ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.
ეს სტრატეგიები დახმარებას გამიწევს შევძლო შევაფასო :
მოსწავლეთა წინარე ცოდნა, თვითრეგულირების და თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროგრესის მონიტორინგი,ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაგოკნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
ჩემი პროექტის პრეზენტაცია
მესამე დღე
ეს მოდული
დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების
გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით მოვარგე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს. ჩამოვაყალიბე
პროექტის სასწავლო მიზნები, სწავლის შედეგები. ვიმუშავე პროექტისთვის საჭირო მიმართულების
მიმცემ კითხვებზე, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივ კითხვებზე. დავგეგმე ისეთი აქტივობები,
რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეს ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს, გამოიტანოს შესაბამისი
დასკვნები.
Sunday, May 7, 2017
მეორე დღე
.ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ჩემს მიერ შერჩეული პროექტის დაწყებამდე მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივაწოდო საჭირო ინფორმაცია, მნიშვნელოვანია თემატიკის სიღრმისეული სწავლება, აგრეთვე მნიშვნელოვანია იდეების ორგანიზება.მოსწავლეებს მივცეთ ათენტური დავალებები, რათა უფრო საინტერესო დასახალისო იყოს მათი შესრულება. დღეს, უკვე გადავდგი პირველი ნაბიჯი ჩემი პროექტის განხორციელებისთვის.შევქმენი ბუკლეტი, რაც დამეხმარება პროექტის მუშაობის პერიოდში.
Saturday, May 6, 2017
პირველი დღე
დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.
გავეცანი ელექტრონულ წიგნს, რაც ითვალისწინებს პროექტით სწავლებას, როგორ დავგეგმოთ პროექტი.
გავეცანი პროექტის შეფასების რუბრიკას.
გავეცანი-,, კონკიას" და ,, წელიწადის დროების" გეგმას.
გავეცანი ელექტრონულ წიგნს, რაც ითვალისწინებს პროექტით სწავლებას, როგორ დავგეგმოთ პროექტი.
გავეცანი პროექტის შეფასების რუბრიკას.
გავეცანი-,, კონკიას" და ,, წელიწადის დროების" გეგმას.
Subscribe to:
Posts (Atom)